logo_geo
eng_logo
სოსო რობაქიძე: გურამ დონაძეს და მიქაძეს ბრალი უნდა დაუმძიმდეთ!
- +

17 თებერვალი. 2018. 01:02


 

„ბაქრაძის მიერ გაკეთებული განცხადება იმდენად ახალი გარემოებაა, რომ ეს გამოძიება თავიდანაა დასაწყები, გურამ დონაძეს და ზურაბ მიქაძეს ბრალი უნდა დაუმძიმდეთ", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის, ზაზა (ზურაბ) ბაქრაძის მიერ „პალიტრანიუსის" ეთერში გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.


„ეს კაცი ლაპარაკობს აბსოლუტურ სიმართლეს, ვერ ისვენებს, მის ოჯახს დონაძე, მიქაძე ძალიან აწუხებდნენ, აშინებდნენ, აშანტაჟებდნენ. ეუბნებოდნენ, რომ ყველაფერს შენ მოგაწერთო და ამ კაცმა ბოლო-ბოლო ამოიღო ხმა და სიმართლე თქვა. ეს კაცი კრიმინალური პოლიციის უფროსი იყო. რასაც ის ამბობს, რომ ფირი გურამ დონაძეს აქვს, მე ამას სასამართლოზე ყოველდღე ვამბობ. პირშიც ვეუბნები, რომ მას აქვს ფირი დამალული. იმ კასეტაში ჩანს ყველაფერი - რომელი თანამდებობის პირები დადიან შემთხვევის ადგილზე, ვინ ვის გაჰყავს და ა.შ", - განაცხადა რობაქიძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner