ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი ჩინეთში, ერთ-ერთი რძის კომპანიის მიერ წამოწყებულ აქციას ასე აფასებს:
„ძალიან საინტერესო და სასარგებლო აქცია წამოიწყო ჩინეთში რძის კომპანიამ, რომელიც ნიჭიერმა დიზაინერმა Shiyang He დახატა.
- დაუთმე ადგილი ფეხმძიმე გოგონას!
- ნუთუ მუცლით რაიმე უფრო მნიშვნელოვანი დაგაქვს?
- ნუ დააყენებ ფეხზე ორსულ ქალბატონს!
ნეტავ ჩვენთან რატომ არ ხორციელდება ამდაგვარი პროექტები?
არა და, როგორი აქტუალური იქნებოდა:
- ნუ ბილწსიტყვაობ!
- ხშირად იბანავე და გარეცხე ტანსაცმელი!
- მოუარე ფეხებს და ფეხსაცმელს - ყარხარ!
- დაუთმე ადგილი - ხანდაზმულს!
- შენ დანტისტს მოენატრე - გაუარე!
- გამოიყენე ინტიმური საპონი, ის ყველა სუპერმარკეტში იყიდება!
- გააჩერე მანქანა მხოლოდ სადგომზე!
- ნუ ისარგებლებ მიკროსაკრედიტო კომპანიების მომსახურებით - დაიღუპები!
- სტაფილოკოკები ფრჩხილებში გემალებიან!
- ვარჯიში - სიცოცხლეს გიხანგრძლივებს, ყველანაირი გაგებით და ასე შემდეგ.......
პ.ს. მეც მინდა ერთი აქცია: - ნუ გვბურღავ..."