მექსიკაში 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა. ეპიცენტრი მეხიკოდან 190 კილომეტრში მდებარე პუერტო ესკონდიდო იყო.
ოახაკის შტატში 50-მდე საცხოვრებელი შენობა ჩამოინგრა, ასევე დაზიანდა მუნიციპალური მთავრობის შენობა და ეკლესია.
სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე, სეისმოლოგიურმა ცენტრმა მოსალოდნელი მიწისძვრის შესახებ განცხადება გაავრცელა.
საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის მექსიკის ბიუროს ინფორმაციით, არაერთმა მოქალაქემ შენობები მიწისძვრამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვა.
დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.