ბორჯომ-ბაკურიანის მატარებელი, ე.წ. კუკუშკა მოძრაობისას რელსებიდან გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაცია „პირველ არხს" ბაკურიანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა გოჩა გობრონიძემ დაუდასტურა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.
„პირველი არხის" ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.
მომხდარის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.