საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით ავროპარლამენტის კომიტეტის სრული მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში ვიზების გაუქმების შესახებ მისასალმებელია.
„ცუდ სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ, რადგან ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთებულია", - განაცხადა წულუკიანმა ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებთან.
„ყველა აღიარებს ერთხმად, რომ რეფორმები, რაც გასატარებელი იყო, გატარდა. დაისვა კითხვები იმ კანონებზე, რაც მივიღეთ, ანალიტიკურ სისტემაზე, მიგრაციის ნაკადების მართვაზე.
ყველა კითხვაზე პასუხები არის პოზიტიური. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ცუდ სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ, რადგან ჩვენი მხრიდან, რაც გასაკეთებელი იყო, გაკეთებულია", - განაცხადა წულუკიანმა.