logo_geo
eng_logo
დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახებისთვის ბათუმში კორპუსები შენდება
- +

17 თებერვალი. 2018. 13:22



დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახებისთვის ბათუმში კორპუსები შენდება. ორი 16-სართულიანი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები სოზარ სუბარმა და ზურაბ პატარაძემ დაათვალიერეს. ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი 164 დევნილ ოჯახსა და სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 208 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემა.


სოზარ სუბარის განცხადებით, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 26 მარტს დაიწყება და 25 აპრილამდე გაგრძელდება.


ტაბიძის ქუჩაზე კორპუსების სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ჯი2ბილდინგი" აწარმოებს. მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner