logo_geo
eng_logo
ზურაბ პატარაძე: ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებლების საკითხზე ინტენსიურად მუშაობენ
- +

17 თებერვალი. 2018. 15:07



აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით, ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებლების საკითხზე ინტენსიურად მუშაობენ.


მისი თქმით, რა შეთავაზება ექნებათ თვითნებურად შესახლებულებისთვის, მისთვის ჯერჯერობით უცნობია.


„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ. ბოლო შეხვედრა ორი დღის წინ გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, დარგის სპეციალისტები და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფაქტობრივად, რამდენიმე წინადადება მზად არის და ჩვენ გავაჟღერებთ საზოგადოებისთვის თუ რა გზით მივდივართ და რა შეთავაზება იქნება მოსახლეობისთვის",- განაცხადა ზურაბ პატარაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner