logo_geo
eng_logo
თელავი-გომბორის გზაზე ბენზინმზიდის აფეთქების შედეგად, სანიაღვრე არხში 23 ტონამდე ბენზინი დაიღვარა
- +

17 თებერვალი. 2018. 19:49



„თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე კომპანია „სოკარის" კუთვნილი ბენზინმზიდის გადავარდნისა და აფეთქების შედეგად, სანიაღვრე არხში 23 ტონამდე ბენზინი დაიღვარა", - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.


უწყების ინფორმაციით, სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორები ადგილზე იმყოფებიან. მიმდინარეობს ტერიტორიის შესწავლა.


„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში დაიწყება გარემოსდაცვითი კანონმდებლობის სამართალდარღვევის საქმის წარმოება. საქმის წარმოების დასრულების შემდგომ დაანგარიშდება გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner