საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში გერმანია ანგარიშით 64:0 დაამარცხა. თამაში ქალაქ ოფენბახში გაიმართა.
პირველ ტაიმში ლელო გიორგი კვესელაძემ, სანდრო თოდუამ და ლევან ჩილაჩავამ დადეს, ხოლო ლაშა წიკლაურმა სამიდან ორი გარდასახვა გამოიყენა.
მეორე ტაიმში მასპინძელთა გუნდმა ვეღარ შეძლო ჩვენი გუნდისთვის წინააღმდეგობის გაწევა, შედეგად საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 7 ლელო დადო (ანტონ ფეიქრიშვილმა, მიხეილ გაჩეჩილაძემ, კვესელაძემ - 2, ოთარ გიორგაძემ, ზურაბ ჟვანიამ, ლაშა ხმალაძემ), წიკლაურმა კი 7-დან 6 გარდასახვა ზუსტად შეასრულა და შეხვედრა 64:0 დასრულდა.
შემდეგ შეხვედრას „ბორჯღალოსნები" 3 მარტს, თბილისში, ესპანეთის ნაკრებთან გამართავენ.