logo_geo
eng_logo
ჩერნობილის კატასტროფიდან 30 წელი გავიდა
- +

25 აპრილი. 2016. 22:48



1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე (იმ დროისთვის - უკრაინის სსრ) მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკზე ავარია მოხდა. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია.


ჩერნობილის კატასტროფა შეფასებეულია როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.


ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ის აღმოსავლეთი ნაწილი. რადიოაქტიური ნალექის 60% დაილექა ბელარუსიის ტერიტორიაზე.


ტრაგედიამ ჯამში 110-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 134-ზე მეტმა ადამიანმა კი სხვადასხვა სირთულის დაავადება გადაიტანა. უბედური შემთხვევის ადგილიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან 115 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუირება მოხდა, ხოლო სალიკვიდაციო სამუშაოებში 600 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა.


ჩერნობილის ავარია სსრკ-სთვის გახდა უდიდესი სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენა. მისი მიზეზების გამოძიება დიდი ხნით გაჭიანურდა. ფაქტების ინტერნპრეტაცია და ავარიის ვითარების ანალიზი დროთა განმავლობაში იცვლებოდა და ამიტომ დღემდე მასზე სრული და ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner