logo_geo
eng_logo
ირმა ხეცურიანმა რაპირაში ვერცხლის მედალი მოიპოვა
- +

17 თებერვალი. 2018. 23:56




უნგრეთში, მსოფლიო თასზე, პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანმა რაპირაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამის შესახებ 1tv წერს.


ფინალურ შეხვედრას უნგრეთის ქალაქ ეგერმა უმასპინძლა. ქართველი პარამოფარიკავე იტალიელ პარაოლიმპიურ, ორგზის ევროპისა და ორგზის მსოფლიო ჩემპიონს ბეატრის ვიოს დაუპირისპირდა და ანგარიშით 7-15 დამარცხდა.


ხეცურიანი მეოთხედფინალში გერმანელ სილვი ტაუბერს შეერკინა, ნახევარფინალში კი ბელარუს ალესია მაკრიტსკაიას სძლია.


ხვალ, ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასზე ტურნირში ირმა ხეცურიანის გარდა ნინო თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი მიიღებენ მონაწილეობას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner