ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ჟან კლოდ იუნკერმა, მიუნხენის ყოველწლიურ უსაფრთხოების კონფერენციაზე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას გაუხვა ხაზი, თუმცა თქვა, რომ ინტეგრაცია იქამდე ვერ მოხერხდება, ვიდრე ყველა სასაზღვრო დავა არ მოგვარდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
იუნკერმა ხორვატიასა და სლოვენიას შორის, ევროკავშირში გაერთიანების შემდეგ წარმოშობილ დავაზეც ისაუბრა. კონფლიქტს დიდი იმედგაცრუება უწოდა და განმარტა, რომ ევროკავშირს აღარ სურს, მსგავსი შემთხვევები გაწევრიანების მომლოდინე ქვეყნებთან ისევ განმეორდეს.
თებერვლის დასაწყისში, გერმანული გამოცემა Die Welt-ი ევროკომისიის დოკუმენტი გაავრცელა. დოკუმენტში წერია, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება ალიანსის პოლიტიკურ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ და ეკონომიკურ მიზნებში შედის. საუბარია სერბეთზე, მონტენეგროზე, მაკედონიაზე, ალბანეთზე, ბოსნია და ჰერცოგოვინასა და კოსოვოზე.
ევროკომისიის მოსაზრებით, სერბეთი და მონტენეგრო ევროკავშირში შესაძლოა 2025 წლამდე შევიდნენ.