logo_geo
eng_logo
თეა სირაძე: წინა ხელისუფლების პირობებში როგორც ვიყავით, ის რომ მოვყვე, მთელი საქართველო იტირებს
- +

18 თებერვალი. 2018. 00:36




წლის და სამი თვის გოგონა, სამი ბიჭი - სამის, ექვსისა და თოთხმეტის დედის გარეშე დარჩნენ, როცა ერთმა საშინელმა დღემ, ოთხი შვილის დედის - თეა სირაძის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და გისოსებს მიღმა აღმოაჩინა. ხუთი ინდოელის ცემისთვის საქართველოს კიკბოქსინგის ჩემპიონი თეა სირაძე დააპატიმრეს და 28 წელი მიუსაჯეს.


თეა სირაძე რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტმა შეიწყალა. იგი „თბილისელებს" ციხეში განვლილ დროზე ესაუბრა:


„წინა ხელისუფლების პირობებში როგორც ვიყავით, ის რომ მოვყვე, მთელი საქართველო იტირებს. ამიტომ, ადამიანები ძველსა და ახალს შორის განსხვავებას უნდა ხედავდნენ. როცა ადრე ტარაკნიან და თაგვის ცურცლიან საჭმელს გვაჭმევდნენ, დღეს კატლეტს ჭამენ მსჯავრდებულები. სამუშაოც აქვთ, სპორტული დარბაზიც და კიდევ ბევრი რამ. იმიტომ, რომ იქაურობას ადამიანები მართავენ. წინა ხელისუფლების დროს, ერთ ახალ წელს ისეთი სიმინდი მოგვიხარშეს, იმას თავმოყვარე ღორი არ შეჭამდა. თუმცა, გამორიცხული იყო პატრიარქს დავვიწყებოდით. ყოველ დღესასწაულზე გვიგზავნიდა საჩუქრებს და მისი კურთხევით გადავიტანეთ ის ჯოჯოხეთი.

 

ძალიან ვთხოვ ყველას, როცა მსჯავრდებულზე, თუნდაც მკვლელობის მუხლითაა საუბარი, ნუ იქნებით დაუნდობლები. როცა ტელევიზიიდან ჟურნალისტი მასზე  საუბრობს, იფიქროს იმაზეც, რომ მის უკან შვილი და ოჯახია. სათუთად მოექცნენ ამ საკითხს, რადგან ბავშვებს ფსიქიკას ურღვევენ, რისი უფლებაც არავის აქვს. ის ადამიანი თავის სასჯელს ისედაც იხდის და მისი განკითხვის უფლება არავის აქვს", - განაცხადა თეა სირაძემ.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner