logo_geo
eng_logo
„მიტროპოლიტი სერაფიმე ეპარქიის მმართველობიდან პირადი თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა“
- +

25 აპრილი. 2016. 23:13


საქართველოს საპატრიარქო ბორჯომ- ბაკურიანის მიტროპოლიტის გათავისფლებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს: 


 

„პირადი თხოვნის საფუძველზე ბორჯობისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) განთავისუფლდა ეპარქიის მმართველობიდან. ეპარქიის ხელმძღვანელობა დროებით დაევალა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე)."- აღნიშნულია განცხადებაში.

 

მეუფე სერაფიმეს შესახებ სოცუიალურ ქსელში მაია ნიკოლეიშვილი წერს:


„გაოგნებული ვარ! მეუფე სერაფიმე ჩემი მეუფეა! ჩემი ცხოვრების უმძიმეს ეტაპზე მეუფემ არ მიმატოვა, მომძებნა, გამაძლიერა. აღსარების საიდუმლო მხოლოდ მას ვანდე ... სიტყვებით ვერ შევძლებ იმის გადმოცემას, როგორ მაძლიერებდა სულიერად მეუფის ყოველი სიტყვა, მისი სითბო და მხარდაჭერა.

მეუფე სერაფიმე, მე უზომოდ მადლიერი ვარ თქვენი!

მიიღეთ ჩემი მოწიწება, დიდი პატივისცემა და სიყვარული.

თქვენ ჩემი მეუფე ხართ!

გაგაძლლიეროთ უფალმა!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner