logo_geo
eng_logo
ნუცა ჯანელიძე: ამიტომ არ ვიქცევი კულტურული ადამიანივით და...
- +

18 თებერვალი. 2018. 02:13



„ვიღაცას  რომ ენდობი და გიღალატებს, - ეს საშინელებაა", - განაცხადა მუსიკოსმა ნუცა ჯანელიძემ ჟურნალ „გზასთან" ინტერვიუში.


„ძალიან მეშინია ნებისმიერი სტიქიური უბედურების, ყველაზე მეტად კი ცუნამის და შტორმის შიში მაქვს. ბავშვობაში კინდღში ვისვენებდი. ერთხელ გავთამამდი, ნაპირს მოვშორდი და ვიგრძენი, როგორ დამეჯახა მოზრდილი ტალღა და თავზე გადამიარა. სანამ ნაპირზე არ გამოვფორთხდი, ვერ ამოვისუნთქე. მიუხედავად იმისა, ცურვა მაინც ვისწავლე, თანაც, პედაგოგის გარეშე, ოღონდ ამ შემთხვევამ რაღაცნაირი შიში დამიტოვა. ხშირად წარმოვიდგენ, რომ რაღაცა ცუდი შეიძლება მოხდეს და ეს შეგრძნება საშინლად არ მომწონს. კიდევ რისი მეშინია? - ავადმყოფობის - ამიტომ, არ ვიქცევი კულტურული ადამიანივით და ექიმთან ვერ მივდივარ. ადამიანურ ურთიერთობებში კი, ყველაზე მეტად ღალატი მაშინებს. ვიღაცას  რომ ენდობი და გიღალატებს, - ეს საშინელებაა, სულერთია, შეყვარებული იქნება, მეგობარი თუ ოჯახის წევრი" , -განაცხადა ჯანელიძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner