დამუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მიტროპოლიტ სერაფიმეს შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„გაოგნებული ვარ! მეუფე სერაფიმე ჩემი მეუფეა! ჩემი ცხოვრების უმძიმეს ეტაპზე მეუფემ არ მიმატოვა, მომძებნა, გამაძლიერა. აღსარების საიდუმლო მხოლოდ მას ვანდე ... სიტყვებით ვერ შევძლებ იმის გადმოცემას, როგორ მაძლიერებდა სულიერად მეუფის ყოველი სიტყვა, მისი სითბო და მხარდაჭერა.
მეუფე სერაფიმე, მე უზომოდ მადლიერი ვარ თქვენი!
მიიღეთ ჩემი მოწიწება, დიდი პატივისცემა და სიყვარული.
თქვენ ჩემი მეუფე ხართ!
გაგაძლლიეროთ უფალმა!"
საქართველოს საპატრიარქო ბორჯომ- ბაკურიანის მიტროპოლიტის გათავისფლებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს:
„პირადი თხოვნის საფუძველზე ბორჯობისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) განთავისუფლდა ეპარქიის მმართველობიდან. ეპარქიის ხელმძღვანელობა დროებით დაევალა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე)."- აღნიშნულია განცხადებაში.