logo_geo
eng_logo
ბინალი ილდირიმი: თურქეთი სირიას არ ეომება, არამედ ტერორიზმს ებრძვის
- +

18 თებერვალი. 2018. 11:34



თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ თურქეთი სირიას არ ეომება, არამედ ტერორიზმს ებრძვის.


„თურქეთი არ ომობს არც ერთ ქვეყანასთან. სირიაში საუბარი მიდის არა ომზე, არამედ ტერორისტებთან ბრძოლაზე. სირიაში არა მხოლოდ თურქეთი იბრძვის, არამედ სხვა 62 ქვეყანაც, რომლებიც საერთაშორისო ანტიტერორისტულ კოალიციაში შედიან", - განაცხადა ბინალი ილდირიმმა.


თურქეთის მთავრობის მეთაურმა, ასევე განაცხადა, რომ თუ რომელიმე ქვეყანა თურქეთთან ომს დაიწყებს, საკადრის პასუხს მიიღებს.


მისი თქმით, აფრინის რაიონში მიმდინარე ოპერაცია „ზეთისხილის ტოტი" საერთაშორისო სამართლის ნორმებს არ ეწინააღმდეგება.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner