ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა ტერაქტი აღკვეთა, რომლის სამიზნე ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი იყო.
ტერაქტს ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური ჯიჰადი" ამზადებდა. „ბოევიკები" ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებას მინისტრის კორტეჟის გზაზე გეგმავდნენ.
ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა „შაბაკმა" ექვსი პირი დააკავა. დაკავების ოპერაციაში ჩართულნი იყვნენ ისრაელის თავდაცვითი ძალების სამხედროები და პოლიციელები.