logo_geo
eng_logo
ისრაელის თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ ტერაქტი აღკვეთეს
- +

18 თებერვალი. 2018. 13:24



ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა ტერაქტი აღკვეთა, რომლის სამიზნე ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი იყო.


ტერაქტს ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური ჯიჰადი" ამზადებდა. „ბოევიკები" ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებას მინისტრის კორტეჟის გზაზე გეგმავდნენ.


ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა „შაბაკმა" ექვსი პირი დააკავა. დაკავების ოპერაციაში ჩართულნი იყვნენ ისრაელის თავდაცვითი ძალების სამხედროები და პოლიციელები.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner