logo_geo
eng_logo
მეუფე შიო: თუკი არ ისწავლი მიტევებას, რამდენიც გინდა იმარხულე, ილოცე - აზრი არ აქვს
- +

18 თებერვალი. 2018. 13:25



საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამებაში, საკვირაო ქადაგებისას მიტევების მნიშვნელობაზე იქადაგა და მრევლს მიმართა, რომ თუკი ადამიანს მიტევების უნარი არ აქვს, ყველაფერი ფუჭი და ამაოა.


„თუკი ვერ მიუტევებ და არ ისწავლი მიტევებას, რამდენიც გინდა იმარხულე, ილოცე, თუ გნებავს, ეკლესიაში იცხოვრე - აზრი არ აქვს.

 

ღვთის მიერ ცოდვათა მიტევება ეწოდება იმას, როდესაც სულიწმინდის მადლი მოდის ჩვენს სულში და ჩვენს ცოდვებს განწმენდს. ეს ვერ მოხდება, თუკი ჩვენ გულში ჩატოვებული გვექნება მიუტევებელი წყენა სხვა ადამიანის მიმართ. ამიტომ თუკი გვინდა, რომ უფალს დავუახლოვდეთ და მარადიული სიცოცხლე დავიმკვიდროთ, უნდა ვეცადოთ, რომ ეს გამოვასწოროთ", - განაცხადა მეუფე შიომ.


დღეს 17.00 საათზე სამების ტაძარში შენდობის ლოცვა ჩატარდება.


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner