logo_geo
eng_logo
მეუფე შიო: თუ მარხვა სიმდაბლის ნაცვლად ამპარტავნებად გექცა, ამას სჯობს ყოველდღე ხორცი ჭამო
- +

18 თებერვალი. 2018. 14:33



საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოსაყდრემ მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებისას მარხვის მნიშვნელობაზე საუბრისას მეუფემ ხაზი გაუსვა, რომ ეს ადამიანისთვის საიდუმლო უნდა იყოს.

 

„უფალი ამბობს, როცა მარხულობ, ნუ ეჩვენები ადამიანებს, ანუ სხვების მოსაჩვენებლად ნუ აკეთებ ამას, არამედ საიდუმლო იყოს შენი მარხვა. მარხვა ინდივიდუალური რამ არის. ყველა ადამიანი არის თავისებური თავისი ჯანმრთელობით, ოჯახური პირობებით, ფიზიკური და სულიერი შესაძლებლობებით. ამიტომ ეს არის ძალიან თავისებური რამ და ყველა თავისებურად მარხულობს. ჩვენ არ უნდა განვიხილოთ, ვინ როგორ მარხულობს და მეც ჩემს მარხვაზე არ უნდა ვისაუბრო და ვიმსჯელო, თუ როგორ ვმარხულობ. მარხვა ეს არის ერთ-ერთი საშუალება სულის სიმდაბლის მოპოვების. თუკი სიმდაბლის ნაცვლად, მარხვა ამპარტავნებად გექცა, ამას სჯობს, ყოველდღე ხორცი ჭამო, ვიდრე ისეთნაირად იმარხულო, რასაც არავითარი აზრი არ აქვს", - განაცხადა მეუფე შიომ.


მანვე განმარტა, რომ მარხვა არის იმისთვის, რომ ადამიანმა ცხოვრების მატერიალური ნაწილის შეზღუდვა შეძლოს.

 

„შევიკავოთ თავი გარკვეული სახის სანახაობებისგან, გარკვეული სახის საკვებისგან, გარკვეული სახის წესებისგან, რაც სასუფევლისკენ სვლაში ხელს გვიშლის. უფრო მეტად განვამტკიცოთ ის, რაც სულიერია", - აღნიშნა მეუფე შიომ.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner