პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ოლიმპიელთა ასოციაციის თავჯდომარე ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ვფიქრობდი, აღმენიშნა თუ არა საჯაროდ, რომ დღეს ერის კაცის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა?! ბევრი ფაქტორის გამო... პირველი იმიტომ, რომ თვითონ არ უყვარს მასზე რომ ამბობენ... მეორე კი ის, რომ ვიღაცეები იტყვიან, პირფერობსო და სხვა... მაგრამ ერთია მთავარი, მართალი სიტყვა საქმით, ქმედებით, თავმდაბლობით და სიყვარულით ფასდება! ამ ღირებულებიდან გამომდინარე მინდა, უდიდესი ძმური სიყვარულით ვუსურვო ერის კაცს ბიძინა ივანიშვილის ულევი ჯანმრთელობა, სიყვარული, მხნეობა და ულევი ბედნიერება სამაგალითო ოჯახთან ერთად! ბატონო და მეგობარო ძალიან გვიყვარხართ", - წერს კურტანიძე.