რუსული მედიის ინფორმაციით, დაღესტანში შეიარაღებულმა პირმა ადამიანების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად 4 მათგანი დაიღუპა, 4 კი - დაიჭრა.
შემთხვევა ქალაქ ყიზლარში ყველიერისადმი მიძღვნილი მსვლელობის დროს მოხდა. მედიის ცნობით, ბოროტმოქმედი ლიკვიდირებულია.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.