logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: მიშას დროს სისხლი იღვრებოდა, ახლა კი...
- +

18 თებერვალი. 2018. 20:25



მიშას ჩააფსმევინეს... აი, ბევრი სითხე ჰქონდა მიღებული და ზემოდან რომ დააწვნენ, გაუვიდა. გორშიც ეგრე იყო 2008-ში, ზემოდან ისე გადააწვნენ, ჩააფსმევინეს. მაშინაც ბევრი სითხე ჰქონდა მიღებული. თვითონ არ ჩაუფსამს, როგორც უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იტყობინება. ცრუობს, უბრალოდ მიშას ჩააფსმევინეს-მეთქი!


იცით, რაიო? - წერენ სოციალურ ქსელებში ე.წ. შუაშისტები და ვითომ არავისტები, - ჩვენაო, მიხა სააკაშვილი საერთოდ არ გვევასებოდა და არც ახლა გვევასება, მაგრამ რასაც მაგას უკეთებენ, ეს ჩვენი, ქართველების შეურაცხყოფააო, არ უნდა გვიხაროდესო. არა, რა თქმა უნდა, არც არავის უხარია, მაგრამ რასაც საკუთარ თავს უშვრება ეს ადამიანი, მთელი მსოფლიო რომ მისდგეს, ვერ უზამს. ქართველები მიმტევებელი ხალხი ვართ, შეიძლება ზოგს ისეთი რამე ვაპატიოთ, ღმერთიც რომ არ აპატიებს, არ მოიტევებს, სულაც რომ მუხლები გადაიტყავოს ლოცვა-მონანიებაში. როდესაც ხედავ, რა დღეშია შენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, შენი ქვეყნის ყოფილი სახე, უნებლიედ გაგიჩნდება სინანულისა თუ სირცხვილის გრძნობა, მაგრამ რა ვუყოთ იმ ბიჭებს, რომლებიც სააკაშვილმა ჩახოცა? აგერ, რას ამბობს „პალიტრა-ნიუსთან" თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა ბაქრაძე ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით:

 

„მე სრულიად ვეთანხმები პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალდებას ბრალდებულების და პირადად ჩემს მიმართ, რამდენადაც ბრალდებაში მოყვანილი ფაქტები არის სრული სიმართლე, ჭეშმარიტება. მე კატეგორიულად ვაცხადებ, იარაღები შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა, იარაღები შემთხვევის ადგილზე გამოჩნდა დაახლოებით 50 წუთის, 1 საათის - საათნახევრის მერე, ზუსტი დრო არ შემიძლია გითხრათ. იარაღები შემთხვევის ადგილზე არც ერთ დაკავებულს არ ჰქონია. იქ მოხდა გასროლა პატრულ-ინსპექტორის მიერ, სადაც დაიჭრა ბუტა და შემდეგ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ამის შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. გელაპარაკებით, როგორც კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი - მე დაახლოებით 40-50 წუთში ვიყავი შემთხვევის ადგილზე და მისვლისას არც ერთი იარაღი არ მინახავს, არც საბრძოლო მასალა, არც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და არც პისტოლეტი. დასამალი არ არის, იარაღები მოტანილი იქნა მაშინდელი საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის, ზურაბ მიქაძის მიერ, ვაკე-საბურთალოს პოლიციიდან".


იმ დღეს, როცა ეს ამბავი მოხდა, თურმე პატრულის 1 წლისთავი ყოფილა და ასე აღნიშნეს. სანდრო გირგვლიანის მკვლელობითაც რაღაც „დღესასწაული" აღნიშნეს - ვანო მერაბიშვილის ცოლი, ვინმე სალაყაია, უბედური გურამ დონაძე და ბოზბანდის სხვა წევრები შარდენზე ბარში ეყარნენ, დროს ატარებდნენ. ირინა ენუქიძე რომ გაისტუმრეს საიქიოში, თავიანთი გამარჯვება აღნიშნეს. 2011 წლის 26 მაისს გვამები რომ შემოდეს მაღაზიის თავზე, მაშინაც დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. ეეეჰ, რომელი ერთი უნდა ჩამოთვალოს ადამიანმა? რომელი ერთი უნდა ამოყარო, რომ სააკაშვილის სიბილწე ისევ გაგახსენდეს?!


ჰმ, ჩაიფსაო... კი არ ჩაიფსა, ჩააფსმევინეს. ახლა კმაყოფილნი ხართ? თურმე არ ყოფილა მისი ბრალი. ამბობენ, 2008-ში გორის მისადგომებთანაც ჩაიფსა, მაგრამ კამერებმა ვერ დააფიქსირესო, გამოეპარათო. ზოგი იტყვის, მიშას რატომ დასცინი, ეგ ხომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი იყო-ვო? უბედურებაც ეგაა, რომ იყო და ამიტომაც ვიცინი ამ ქვეყანაზეც, საკუთარ თავზეც... ვიცინი ყველაზე და ყველაფერზე!


კიდევ ერთ დემაგოგიაზე ვიტყვი და ამით დავამთავრებ, თავს არ შეგაწყენთ ტრაგიკული ამბების შეხსენებით: დღეს ხშირად იძახიან და სააკაშვილმაც თქვა, როცა სახელმწიფოს აშენებ, რა დროს გირგვლიანიაო? როდესაც აღმაშენებელი ხარ, ხეს რომ ჭრი, ნაფოტები ცვივაო. აგერ, დიდმა დავითმაც გასვა სარებზე მოღალატეებიო. ჯერ ერთი, ეს სტალინისებური მიდგომაა, რომელმაც ათასობით, მილიონობით ადამიანი დახვრიტა და მეორეც - რომელი მოღალატეები და სახელმწიფოს მოწინააღმდეგეები იყვნენ გირგვლიანები, რობაქიძეები თუ გამცემლიძეები? ან რომელი სტალინი და დავით აღმაშენებელი შენ მყავხარ, შე ახვარო მაიმუნო? შენ ხომ უდანაშაულო, რიგითი ადამიანები ჩახოცე, რათა სხვებისთვის ჭკუა გესწავლებინა და რომელიმე დღესასწაული აღგენიშნა?!


აღმოსავლეთ ევროპაშიც დაიწყეს დამოუკიდებელი სახელმწიფოების მშენებლობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, იქაც იყო პოლიტიკური რყევები, ვინმეს გაუსწორდნენ ქუჩაში ან ტყეში? თავი დავანებოთ აღმოსავლეთ ევროპას, ბალტიისპირეთში ვერ დააგეს გზები, ან ვერ მოაწესრიგეს საგადასახადო სისტემა მსხვერპლის გარეშე? სახელმწიფო შევქმენიო, ტრაბახობს სააკაშვილი... სახელმწიფო კი არა, დედამოტყნული სისტემა შექმენი, რომელმაც უამრავი ადამიანი გაამწარა და აატირა. შექმენი რაღაც საშინელება, რომლითაც მარტო შენი თესლი ხელქვეითები ხეირობდნენ!


ჩაიფსა თუ ჩააფსმევინეს, ახლა მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა, მაინც კარგია, რომ სისხლის ნაცვლად ფსელი იღვრება!


გელა ზედელაშვილი 


 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner