logo_geo
eng_logo
ჯამბულ გამცემლიძე: ვახ, როგორ მომნატრებიხარ...
- +

18 თებერვალი. 2018. 21:44



არასამთავრობო ორგანიზაციის „გადაარჩინე სიცოცხლე" დამფუძნებელი, მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ჩემი გურამი, კაცი, რომელმაც სიკვდილი გააცოცხლა... დღეს მისი დაბადების დღეა, ნათელი შენ სულს ჩემო გურამ...

ვახ, როგორ მომნატრებიხარ.

წუხილიც შამამწოლია...

შენებრ ერთგული ძმობილი,

ვხედავ, რომ არა მყოლია...

თითქოს ჩაკვდაო სიცოცხლე,

დარდმაც იმატა დარდობა,

არ მინდა არც მე სიცოცხლე...

აღარც არაიჩანს კარგობა....", - წერს გამცემლიძე.


დღეს მსახიობ გურამ ფირცხალავს დაბადების დღეა.


გურამ ფირცხალავა 1940 წლის 18 თებერვალს ფოთში დაიბადა. 1966 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1966 წლიდან მუშაობდა გორის გ. ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში, შემდეგ კი, თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. 1972 წლიდან გურამ ფირცხალავა კინოსტუდია „ქართული ფილმის" მსახიობი იყო. გურამ ფირცხალავა 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner