logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: ბევრი ადამიანისგან მსმენია - „რომ არა ბიძინა ივანიშვილი, არ ვიცი რა მეშველებოდაო“...
- +

18 თებერვალი. 2018. 22:03


კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ბატონო ბიძინა გილოცავთ! მადლიერება სამართლიანობის ერთ -ერთი სახეობაა. ბევრი ადამიანისგან მსმენია, „რომ არა ბიძინა ივანიშვილი, არ ვიცი რა მეშველებოდაო".

 

მაგრამ მაინც როდემდე უნდა გაგრძელდეს ჩვენი უმადურობა. ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ამაგი საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ დიდია, თუმცა საეჭვო წარმომავლობისა და სულიერების არმქონე ადამიანები დროდადრო ცდილობენ ტალახი ესროლონ ქვეყნის მოამაგე ადამიანს, ადამიანს რომელმაც... მაპატიეთ, მაგრამ გამიჭირდება თავი მოვუყარო და ჩამოვთვალო ის სიკეთეები, რაც გაუკეთებია ხანდახან უმადური, მაგრამ მაინც მისთვის საყვარელი ადამიანებისთვის. არაუშავს, „კეთილი საქმე თავს თვითონ იქებსო" ნათქვამია, კაცი თუ არა, ღმერთი ხომ ხედავს ყველაფერს. დამიჯერეთ, გაცილებით მეტნი არიან ისინი, რომლებიც ლოცავენ და ხედავენ მის უანგაროდ და სიყვარულით გაღებულ სიკეთეს. ჩემნაირი ბევრია, ვინც ქედს იხრის ბატონი ბიძინას დედის წინაშე. მადლობას გიხდით, ქვეყანას მისი სახით ასეთი პატრიოტი და ეროვნული ადამიანი რომ მოუვლინეთ, რომელიც მუდამ იქ არის, სადაც ადამიანებს დახმარება და თანადგომა სჭირდებათ. „ქალბატონო ციცინო, დამიჯერეთ, ცოტანი არიან ის გაბოროტებული ადამიანები, ვისაც აუგი ალაპარაკებს თქვენი შვილის მიმართ, მაგრამ საბედნიეროდ გაცილებით მეტნი არიან ისინი, რომლებიც ლოცავენ და უყვართ ბატონი ბიძინა, ლოცავენ მის აღმზრდელებს, რადგან ღმერთმა უწყის, რა ელოდება საქართველოს მისი მეოხების გარეშე."

 

ბატონო ბიძინა,

 

მჯერა დრო ყველას და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს...

 

თქვენი ამაგი და სიკეთე კი უკვდავია, რადგან ვერა და ვერ ეწევა შუქს სიბნელე", - წერს ოქიტაშვილი. 


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner