logo_geo
eng_logo
დაღესტანში ეკლესიასთან რამდენიმე ადამიანი მოკლეს
- +

18 თებერვალი. 2018. 22:30

 

დაღესტანში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. დაღუპულია სულ მცირე, ხუთი ადამიანი, ხუთი კი დაიჭრა.

 

შემთხვევა ქალაქ ყიზლარში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ეკლესიასთან მივიდა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა. დაღუპულებისა და დაჭრილების უმეტესობა ქალია. დამნაშავის ლიკვიდაცია პოლიციელმა შეძლო, რომელიც შემთხვევის ადგილთან ახლოს იმყოფებოდა.

 

რუსული მედიის ცნობით, ბოროტმოქმედი მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მეუღლესთან ერთად მივიდა, თუმცა ქალი სროლის დაწყებამდე მიიმალა. ყიზლარის მერმა განაცხადა, რომ ბოროტმოქმედმა ცეცხლი ეკლესიიდან გამომავალ მორწმუნეებს გაუხსნა. ალექსანდრ შუვალოვის თქმით, მომხდარის გამო ყველა ეკლესიასთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. ქალაქში ჩავიდა დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი.

 

როგორც ადგილობრივ საგამოძიებო კომიტეტში განაცხადს, ცეცხლი 22 წლის ადგილობრივმა მცხოვრებმა გახსნა. როგორც გამომძიებლები აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცი ძებნილთა ან უკანონო ბადფორმირებათა წევრების სიაში არ იყო შეყვანილი. პოლიციამ უკვე აღმოაჩინა მანქანა, რომლითაც დამნაშავე ყიზლარის ეკლესიასთან მივიდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner