„ობიექტივის" დამფუძნებელი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„გია (გიორგი) ჭანტურიას - საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის (GIOC) პირველი ( და ერთადერთი!) პრეზიდენტის, საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელის, საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის აზერბაიჯანში გარდაცვალებიდან მეორმოცე დღე აღვნიშნეთ მისმა ოჯახის წევრებმა და უახლოესმა მეგობრებმა....
ცხონებულ გია ჭანტურიას ხსოვნას განსაკუთრებული პატივი მიაგეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო დახმარებისა და განვითარების პროგრამების ყოფილმა წარმომადგენელმა საქართველოში, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დამფუძნებელმა და რექტორმა, საქართველო -აშშ სავაჭრო-სამრეწველო ბიზნეს-პალატის თავმჯდომარემ ბატონმა მაიკლ ქაუგილმა , აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის პირადმა წარმომადგენელმა , აზერბაიჯანის მილიმეჯლისის (პარლამენტის) მოქმედმა ვიცე-სპიკერმა ბატონმა ვალეჰ ალეკპეროვმა , რომელმაც განსვენებულის ოჯახს გადასცა ბატონი ილჰამ ალიევის პირადი, ოფიციალური თანაგრძნობის კიდევ ერთი დადასტურება...
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ვერ/არ გამოძებნეს მათ დაძაბულ სამუშაო გრაფიკში კვირა დღეს ერთი საათი საქართველოს სახელმწიფოებრიობის უკნიშვნელოვანესი გლობaლური პროექტების - ბაქო -ჯეიხანის ნავთობსადენის და ჩირაგი-ჯეიხანის გაზსადენის პროექტების - საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სტატუს-ქვოს შემანარჩუნებელი მოქმედი მექანიზმების - განმახორციელებლის გარდაცვალების თარიღის ღირსეულად აღნიშვნისათვის...
აღარ ვამბობ არაფერს გია ჭანტურიას სახელმწიფოს წინაშე გაწეული სამსახურისა და ღვაწლისათვის მთავრობის მიერ ერთ-ერთი უმაღლესი რანგის სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის შესაძლებლობის ვერ გამონახვის შესახებ, თუნდაც გარდაცვალების შემდგომ მაინც...
დღევანდელი დღის მადლით, გიას ხსოვნის პატივისცემისთვის მათ ეს ყველაფერი ამჯერადაც - კიდევ ერთხელ მიეტევათ...
გია ჭანტურიას მეგობრებისა და ოჯახის სახელით მინდა დიდი მადლობა ვუძღვნა ბატონ ვალერი ასათიანს, ბატონ ჟანრი ლოლაშვილს, ქალბატონ თათული დოლიძეს, ბატონ თემურ გოცაძეს, ქალბატონ მარინა ჯანაშიას , ბატონ გია ჯაფარიძეს და სხვებს - საქართველოს ნავთობის სართაშორისო კორპორაციის (GIOC) ფუძისჩამყრელისა და პირველისა და ერთადერთი პრეზიდენტის, კაცის - გია (გიორგი) ჭანტურიას ხსოვნის დაფასებისათვის...
მე პირადად დარწმუნებული ვარ - გია ჭანტურია დღეიდან იქაა, სადაც მართალნი განისვენებენ!" - წერს მირიან ყარაულაშვილი.