logo_geo
eng_logo
მაკა რაზმაძე: მტრებს არ უჭორავიათ მსგავს თემებზე, რასაც ვითომ ნაცნობები კადრულობენ!
- +

19 თებერვალი. 2018. 00:58



ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„არც სურვილი და არც განწყობა მაქვს ეს დღეები აქ რაიმეს წერის, მაგრამ ალბათ საჭიროა ზოგიერთი განმარტებების გაკეთება, რაც არასდროს მეგონა თუ საჭირო გახდებოდა...

 

საავადმყოფოში საავადმყოფოს წესებია და ტანსაცმელი, რომელიც აცვიათ პაციენტებს შავი არაა. თავდასხმამდე წასმული მანიკურის სხვების დასანახად სასწრაფოდ წაშლა უფრო მეტიჩრობა და ხელოვნური მგონია ვიდრე თავდასხმამდე წასმული და რეანიმაციაში შემორჩენილი ზოგან აფხეკილი მანიკური. პირველი, რაც შვილმკვდარმა დედამ თქვა იყო სიტყვები, - „მე არ ვაპირებ ჩემი შვილის გარეშე ცხოვრებას. თუ მე ახლა დავეცემი, ნიშნავს, რომ მათ ჩვენ მართლა მოგვკლეს. არავის მივცემ უფლებას რომ ჩემი შვილი აღარ იყოს..." - მოკიდა ხელი პომადას, წაისვა, თმა გადაივარცხნა და ეს რიტუალი იყო ბევრად უფრო ტრაგიკული, უფრო პროტესტი, ვიდრე ის ბღავილია, რაც შვილმკვდარ დედას შეიძლება აღმოხდეს... მის მტრებს არ უჭორავიათ მსგავს თემებზე რასაც, ვითომ ნაცნობები კადრულობენ. ვინ გეკითხებათ თქვენ, ვინ როგორ გამოხატავს საკუთარი შვილის დაკარგვისგან გამოწვეულ ტკივილს?! როგორ გიყვართ დაცემული და განადგურებული ადამიანების ყურება... აი, ზუსტად ამიტომაც გამოხატა ასე საკუთარი პროტესტი. მეც ვერ მივხვდი თავიდან, ვუშლიდი და ახლა გავიგე რა სწორად განსაზღვრა და თურმე რა სწორად მოიქცა... წაშალეთ ეგ სამარცხვინო პოსტები. სხვა ვერაფერი მოუძებნეთ სათქმელად დედას, რომელსაც ერთადერთი შვილი ხელებში ჩააკლეს?" - წერს რაზმაძე.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner