logo_geo
eng_logo
მერაბ მეტრეველი: აი, რატომ ვუწოდე სააკაშვილის დიქტატორი!
- +

19 თებერვალი. 2018. 01:07


 

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ეს ბლოგი 2012 წლის სექტემბერში ჩამიწერია. აქ დეტალურად ვხსნი, ჩემი აზრით, რატომ იყო სააკაშვილის რეჟიმი 2008 წლიდან უკვე არა ავტორიტარიზმი, არამედ ავტორიტარიზმისა და ტოტალიტარიზმის ჰიბრიდი. იმათთვის ვდებ, რომ მსაყვედურობენ, მიშას დიქტატორი რა პონტში უწოდეო", - წერს მეტრეველი.



გთავაზობთ მერაბ მეტრეველის განცხადებას, სადაც საქართველოს ექს-პრეზიდენტს მან დიქტატორი უწოდა:

 

„ჰა, ჰა ნაცებს არაფერი გეშველებათ. ახლა ითხოვენ, მიშას ბოდიში მოუხადეთო, ლაზიკის გამო რომ დასცინოდითო? მიშას იდეებს ყველა დასცინოდა, იმიტომ, რომ, როგორც ყველა დიქტატორი, კომიკური პერსონაჟი იყო და ყველაფერს გრანდიოზულ იერს აძლევდა.

 

უბრალოდ პორტის აშენების იდეა ეცოტავებოდა, ახალი ქალაქი უნდა შევქმნაო. პორტზე ელაპრაკა და ეთქვა პორტს ქალაქიც მოყვება როდესმეო. რთული იქნებოდა? მაგრამ არა, მანია გრანდიოზა ჭირდა! პორტი და როდესმე ქალაქი, - ისე გრანდიოზულად არ ჟღერდა! ეს იყო პრობლემა. კარგი იდეა არასერიოზულად შეფუთული და კომიკური ტიპაჟის მხრიდან გახმოვანებული - საკამრისი მიზეზია სასაცილოდ!"- აღნიშნავს მეტრეველი.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner