ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილის დაბადები დღეს სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტით ულოცავს:
„გუშინ, იმ კაცის დაბადების დღე იყო, ვინც მე და კიდევ, ძალიან ბევრი ადამიანი, სიკვდილს გადაგვარჩინა...
ვერ მივულოცე გარკვეული მიზეზების გამო და ახლა მინდა ვთქვა, რომ გუშინ ჩემი ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელიც უცხოეთიდან ჩამოვიდა და დიდი ხნის უნახავები გვყავდა ერთმანეთი, მითხრა, - როგორ მიხარია დეიდა, კარგად და ჯანმრთელად რომ ხარო... იქვე გაიხსენა ის წლები, ძალიან ცუდად რომ ვიყავი, უმუშევარი და ჯანმრთელობა შერყეული... არც მე, და არც ჩემი ოჯახის წევრებს, იოტისოდენა იმედი არ გვქონდა, სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს, ან ცოცხალი რომ გადავურჩებოდი, ანდა, მას შევურიგდებოდი... მოკლედ, დაუფარავად ვიტყვი, ყველაფერი ცუდის მოლოდინში იყო ჩემი ოჯახი და მე პირადად, ბრძოლის გარეშე ველოდი, -სისხლიანი რეჟიმის განაჩენს - სიკვდილს!... ხოდა, მოხდა სასწაული და სიკვდილის მომლოდინეს, უეცრად იმედი გამიჩნდა... სიცოცხლისა და გადარჩენის იმედი... ხოდა, გადავრჩი, ზურგი შევაქციე უიმედობას და მომავლისკენ ვიბრუნე პირი... ეს მოხდა 2011 წელს, როცა ბატონი ბიძინა გამოჩნდა პოლიტიკაში... 2012 წელს კი, იმედი რეალური გამარჯვებით დაგვირგვინდა.
გუშინ, ზოგმა გულწრფელად, ზოგმაც პირფერობით, ზოგმაც წყევლა-კრულვით მიულოცა ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე... უკადრებელი იკადრეს ადამიანებმა, თქმაც და გამეორებაც, პირადად მე, უზნეობად მიმაჩნია.....
გილოცავთ ბატონო ბიძინა, ჯანმრთელი და ბედნიერი იყავით!" - წერს ლიპარტელიანი.