logo_geo
eng_logo
დღეიდან დიდი მარხვა დაიწყო
- +

19 თებერვალი. 2018. 10:28



19 თებერვლიდან დიდი მარხვა დაიწყო. დიდმარხვის პირველი და ბოლო კვირა განსაკუთრებით მძიმეა.


მარხვის პირველ დღეებში ტაძარში წირვა არ სრულდება. სრულდება სპეციალური საგალობლები და ლოცვები. ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს იკითხება წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონი.


ორშაბათს და სამშაბათს,18:00 საათზე ანდრია კრიტელის ლოცვები სამების საკათედრო ტაძარში შესრულდება, ოთხშაბათს და ხუთშაბათს კი - სიონში.

ოთხშაბათს და პარასკევს ტაძრებში სრულდება პირველშეწირულის ლიტურგია. პარასკევს საღამოს ლოცვის დროს იკურთხება წანდილი.


დიდი მარხვა აღდგომამდე 7 კვირით ადრე იწყება და განსაკუთრებით მძიმეა. მარხვის დროს არ შეიძლება ხორცისა და რძის ნაწარმის მიღება, ხოლო თევზით ხსნილი მხოლოდ ხარების, ბზობის და ლაზარეს შაბათის დღესასწაულებზეა.


გარდა ამისა, მარხვის პირველ კვირაში მორწმუნეები მხოლოდ უზეთო საკვებს მიიღებენ. ეს არის დღეები, რომელიც ამზადებს ქრისტიანებს ბრწყინვალე აღდგომისთვის.


დიდი მარხვა წელს, 8 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner