logo_geo
eng_logo
ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების და ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
- +

19 თებერვალი. 2018. 11:01



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ჯგუფურად  ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და  ყალბი  სასაქონლო ზედნადებების დამზადების  ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.


„გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტერიტორიაზე სისტემატურად, უკანონოდ მოიპოვებდა ხის მასალას. ხე-მასალის რეალიზაციისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით,  ბრალდებული ყალბ სასაქონლო ზედნადებებს ამზადებდა, რამაც  მნიშვნელოვან ზიანი გამოიწვია.

 

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე  და 303-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

 

ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე  სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner