„რუსეთი ბირთვული არსენალის მოდერნიზებითა და ბირთვული სწავლებების ჩატარებით, რისკავს ევროპაში ახალი ბირთვული რბოლის დაწყების პროვოცირება მოახდინოს", - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„აშშ-მა, არის რა საშუალო და მცირე სიშორის ბირთვული რაკეტების შეთანხმების მონაწილე, დაადგინა, რომ რუსეთი შეთანხმებას არღვევს და აპირებს გამოსცადოს საშუალო სიშორის ახალი რაკეტა. ნატო-ს ყველა პარტნიორი შეშფოთებულია", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ალიანსის გენმდივანმა რუსეთს შეთანხმების დაცვისკენ, ასევე თავდაცვითი პროექტებისა და საბრძოლო სწავლებების გამჭვირვალობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.
სტოლტენბერგის თქმით, ეს დოკუმენტი ევროპის უსაფრთხოების ქვაკუთხედია, რომელიც ცენტრალური ევროპის უსაფრთხოებას ათწლეულების განმავლობაში უზრუნველყოფდა.