logo_geo
eng_logo
ზურაბ ბაქრაძე: ამ აბსურდული ბრალდების გამო გურამ დონაძეს აუცილებლად ვუჩივლებ!
- +

19 თებერვალი. 2018. 14:46


 

„საქართველოში ჩამოვალ და სასამართლოს ჩვენებას აუცილებლად მივცემ!" - ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ზურაბ ბაქრაძემ განაცხადა, რომელმაც ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დუმილი დაარღვია და აღიარა, რომ შემთხვევის ადგილზე ფაქტების გაყალბებაში მონაწილეობდა.

 

„უახლოეს დღეებში ვაპირებ, მივმართო საქართველოს საელჩოს უკრაინაში, რომ საზღვრის გადაკვეთა შევძლო. არ ვიმალები, არც გამოვქცეულვარ, როგორც გურამ დონაძე აცხადებს. უკრაინაში 2012 წლის 16 ნოემბრიდან ვარ, ჩემს წინააღმდეგ კი საქმე 2013 წლის 9 თებერვალს აღიძრა, სწორედ იმის გამო, რომ ძებნაა გამოცხადებული, სასამართლომ ჩემი საზღვარგარეთის პასპორტის მოქმედება შეაჩერა, ამიტომაც ვერ მოვახერხე ამ დრომდე საზღვრის გადალახვა", - განაცხადა ბაქრაძემ.

 

ზურაბ ბაქრაძე გურამ დონაძის ბრალდებასაც გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, თითქოს ბაქრაძემ აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ პროკურატურისგან თანხა აიღო.

 

„დონაძე დიდი ხანია ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ჯერ კიდევ არჩილ კბილაშვილს შევუთანხმდი, რომ მის წინააღმდეგ ჩვენებას მივცემდი, ამ აბსურდული ბრალდების გამო გურამ დონაძეს აუცილებლად ვუჩივლებ.

 

ვფიქრობ, 10 დღეში ყველა ტექნიკურ პრობლემას მოვაგვარებ, მანამდე იურისტებთან კონსულტაციებს გავივლი და სასამართლოში ჩვენებას აუცილებლად მივცემ. ვიმეორებ, დანაშაულს ვაღიარებ და ბოდიშს ვუხდი ბუტა რობაქიძის ოჯახს..." - განაცხადა ბაქრაძემ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner