უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ევროპარლამენტის წევრს, მის მეგობარს ანნა ლინდს იხსენებს.
„ერთი საათის წინ მისასალმებელი სიტყვით მივმართე LIBE - ს კომიტეტის წევრებს ევროპარლამენტში და ვესაუბრე საქართველოს ევროპულ არჩევანზე.
სიმბოლური იყო, რომ დასაწყისშივე გავიხსენე ანნა ლინდი (Anna Lindh), ბრწყინვალე შვედი პოლიტიკოსი, რომელსაც პირადად ვიცნობდი 2001 წლიდან და რომელთანაც მის საზარელ მკვლელობამდე მუდმივი მიმოწერა და კონტაქტი მქონდა. გავიხსენე, როგორ ვსაუბრობდით ჯერ კიდევ მაშინ საქართველოს ევროპულ გეგმებზე...
გავიხსენე, რადგანაც დღეს უკვე, ევროპარლამენტში მისი სახელობის დარბაზში ჩემი ქვეყნის ევროპულ ოჯახში მიღების საქმეში დიდი წინსვლის მომსწრენი ვხვდებოდით, მაგრამ......უკვე მის გარეშე..."- აღნიშნავს კვაჭანტირაძე.