logo_geo
eng_logo
აჩი ფურცელაძე: ეს ჩემი და მიშას კონკრეტული ამბავი იყო, რომლის ანტიპათიაც მქონდა დღიდან გამოჩენისა
- +

19 თებერვალი. 2018. 16:21


 

აჩი ფურცელაძის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც ციხეში მოუწია ყოფნა. 2007 წლის ივნისში ყაჩაღობა მოხდა, ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის მაშინდელ პრეზიდენტ სააკაშვილისგანაც. მომხდარზე მომღერალი დააკავეს და გაუგებრობისთვის 6-თვიანი სასჯელი მოიხადა. აჩი ფურცელაძე ამ ამბავს ჟურნალ „თბილისელებთან" იხსენებს.


„არ ვთანამშრომლობდი სამართალდამცავებთან, შესაბამისად მუხლი მქონდა - გამოუცხადებლობა. ამ ამბავთან მე არაფერ შუაში ვარ. უნდა გაეძარცვათ ერთი წერტილი, მძარცველთა შორის ერთი ჩემი მეგობარი იყო. არ გამოვიდა ეს ამბავი, მაგრამ უკვე ყაჩაღობაა, რადგან იარაღი გაისროლეს, დაიქსაქსნენ. ეს ჩემი მეგობარი წავიდა სხვაგან, ზოგს პატრული გამოეკიდა, გააჩერეს, მანქანით სადღაც გაიჭედნენ. ერთი გადმოვიდა და ესროლა ამ პატრულს, რომელიც იქვე გარდაიცვალა. მკვლელობის ამბავი გავიგე ამ ჩემს მეგობართან ერთად, რომელიც იყო არშემდგარი მძარცველ-ყაჩაღი. ეს ისტორია თვითონაც ღამით გაიგო, მანამდე გაქცეული იყო. კანონის წინაშე დამნაშავე ვარ, ამ შემთხვევაში არცოდნა არცოდვის ამბავი არ გამოდის. მედალს ორი მხარე აქვს, შეიძლება, გადაარჩინო ვიღაცის სიცოცხლე, მაგრამ ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე, დღესაც არის ის მომენტი, ადგე და განაცხადო - არ ერევი და კაცურშიც არ არის გამართლებული პოლიციაში დარეკვა.

 

არავის ეგონა, რომ დამიჭერდნენ, 24 საათში გამოვიდა ძალიან ძვირფასი პრეზიდენტი და თქვა ჩემი სახელი: ბომონდი, რომელიც კრიმინალს აფარებს ხელს, არანაირი შეწყალება, უნდა იჯდესო. ჩემ დროს მაგ მუხლით ტიპები დარბაზიდან გაუშვეს, ეს ჩემი და მიშას კონკრეტული ამბავი იყო, ეს ეხება მთავრობას და ქვეყნის იმ პირველ პირს, რომლის ანტიპათიაც მქონდა დღიდან გამოჩენისა, დღესაც მაქვს და უფრო მექნება. ეს კარგად იცოდა მიშამ", - განაცხადა ფურცელაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner