logo_geo
eng_logo
ზურაბ ბაქრაძე: გურამ დონაძე ასეთი საქმეების პროფესიონალია...
- +

19 თებერვალი. 2018. 17:11



ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე კრიმინალური პოლიციის ყოფილმა ხელმღვანელმა ზურაბ ბაქრაძემ 14-წლიანი დუმილი დაარღვია და საქმის დეტალებზე ისაუბრა. როგორც ბაქრაძემ განაცხადა, შემთხვევის ადგილზე იარაღი მომხდარის შემდეგ, ხელმძღვანელობის დავალებით მიიტანეს და აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე ფაქტების გაყალბებაში თავადაც იღებდა მონაწილეობას.


ზურაბ ბაქრაძის განცხადებით, გაყალბების კადრებს გურამ დონაძე იღებდა.


„როდესაც იარაღი უკვე განაწილებული იყო, გურამ დონაძე აძლევდა ოპერატორებს მითითებებს, როგორ გადაეღოთ შემთხვევის ადგილი. ეს ხდება ჩვენი ადგილზე მისვლიდან საათ-ნახევრის შემდეგ. თუმცა, გურამ დონაძე ასეთი საქმეების პროფესიონალია, დარწმუნებული ვარ, გადაღებული ექნება, როგორ გასცემდნენ მითითებებს, უდებდნენ იარაღს. სწორედ ამ კადრებით მაშანტაჟებს ის უკვე რვა თვეა. ადვოკატმა მითხრა, გურამ დონაძემ შემოგითვალა, თუ ჩვენ საწინააღმდეგო ჩვენებას მისცემ და აღიარებ, რომ შემთხვევის ადგილზე იარაღი მიტანილია და ფაქტები გაყალბებულია, სრულ ჩანაწერს გამოვაქვეყნებ, რომელშიც შენც ფიგურირებო.

 

რამდენიმე დღის წინ კი გურამ დონაძემ და ზურაბ მიქაძემ ჩემი შვილი სასამართლოში ნახეს და ტელეფონზე აჩვენეს ვიდეო, თან ეკრანს ხელს აფარებდნენ - აქ მამაშენის კადრებია და თუ ჭკვიანად არ იქნება, ყველაფერს გამოვააშკარავებთო. რა კადრებიც უნდა გამოაჩინოს გურამ დონაძემ, მე დანაშაულს ვაღიარებ, დიახ, დონაძის ვიდეოჩანაწერებში აუცილებლად ვიქნები, რადგან შემთხვევის ადგილზე ვიყავი, მე ჩავიდინე დანაშაული, რომელზეც პასუხი უნდა ვაგო და ამისთვის მზად ვარ", - განაცხადა ბაქრაძემ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner