logo_geo
eng_logo
დოდო გუგეშაშვილი კლინიკას უახლოეს დღეებში დატოვებს
- +

19 თებერვალი. 2018. 17:43


 


თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი ღუდუშაურის კლინიკას უახლოეს დღეებში დატოვებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" კლინიკაში განუცხადეს.


კლინიკის ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 16 თებერვლიდან მკურნალობას პალატაში გადის.


„დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე იძლევა იმის საფუძველს, რომ უახლოეს დღეებში ბინაზე გაეწეროს. ხვალ იქნება თუ ზეგ, ჯერ ექიმი ვერ აკონკრეტებს", - განმარტეს კლინიკაში.


დოდო გუგეშაშვილს და მის ვაჟს ნოდარ გუგეშაშვილს საცხოვრებელ სახლში 7 თებერვალს დაესხნენ თავს. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი გულმკერდის არეში დაიჭრა.


თავდამსხმელი დაკავებული არ არის. შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner