logo_geo
eng_logo
ქეთევან კიკნაძე: ფრთამოტეხილი ვარ...
- +

19 თებერვალი. 2018. 18:21




მსახიობმა ქეთევან კიკნაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში თავის მეუღლესთან გიგა ლორთქიფანიძესთან დაკავშირებით ისაუბრა.


„გიგას შემდეგ ვამბობდი - სიცოცხლე აღარ მინდა-მეთქი. მამშვიდებდნენ, შვილები და შვილიშვილები გყავსო. ცხოვრებაში ყველას თავისი ადგილი აქვს, ფრთამოტეხილი ვარ. ყველგან ერთად დავდიოდით - თეატრში, კონცერტზე... გიგას შემდეგ, როცა ღონისძიებებზე მარტო წასვლა მომიწია, მიუხედავად იმისა, რომ ყურადღებას არ მაკლებდნენ, შინაგანად თავს გარიყულად ვგრძნობდი. გიგას სახელს ვუფრთხილდები, მის ცხოვრებაზე ახალი წიგნის გამოსაცემად ვემზადები. რაც შეეხება მის ბოლო სიტყვებს, გრძნობდა, რომ ვეღარ გამომჯობინდებოდა და მხოლოდ ერთი ფრაზა თქვა - უჩემოდ როგორ მეცოდებითო! გიგას ერთი რჩევა კი მთელი ცხოვრების მანძილზე მომყვება: ქეთინო, რასაც იმსახურებენ, ყველას რომ ყველაფერი უთხრა, კენტად დარჩებიო!

 

გიგას საფლავზე დიდხანს ვერ ვჩერდები, საოცარი სიცივე და სიცარიელე მეუფლება, გიგას ენერგეტიკას ვერ ვგრძნობ. სახლში კი ყველაფერს მას ვუკავშირებ, ღამე მეღვიძება და წარსულზე ვფიქრობ, გიგასთან ერთად გატარებულ ბედნიერ დღეებზე... ქუთაისში ვიყავი, მისი სახლი მოვინახულე. იქიდან გამოსული დიდი ხანი ხიდზე ვიდექი, რიონს დავცქეროდი და ვფიქრობდი: გიგა, ვინ იცის, ბავშვობაში რიონში რამდენჯერ გიბანავია-მეთქი! მიხარია, რომ არსებობს გიგა ლორთქიფანიძის სახელობის სკვერი და ძეგლი, რომელიც მისივე მეგობრის ჯუნა მიქატაძის მიერ წლების წინ ჩამოქნილ პიედესტალზე დგას. როცა ჩვენს სახლთან გიგას მემორიალი გახსნეს, იმ ღამით მესიზმრა: საძინებლიდან გამოვედი, კართან დამხვდა, შუბლზე მაკოცა და გაქრა", - განაცხადა ქეთევან კიკნაძემ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner