logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: სარწმუნო ინფორმაცია მაქვს...
- +

19 თებერვალი. 2018. 18:23




„სააკაშვილმა უკრაინაში ყველას თავი მოაბეზრა და პოლონეთის გზას ამიტომაც გაუყენეს. მას თვით პრეზიდენტმა პოროშენკომაც ვეღარ უშველა", - ამის შესახებ უკრაინის ექს-პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს ყოფილმა მრჩეველმა, „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელმა ირაკლი გოგავამ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.

 

„მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ოდესის გუბერნატორობიდან გადააყენეს, მასსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც სააკაშვილს პოროშენკოს „ჯიბის ოპოზიციის" ფუნქცია უნდა შეესრულებინა და რეალური ოპოზიციისთვის არჩევნებში ხმები წაერთმია.

 

2017 წლის 1 ნოემბრიდან კიევში ვიმყოფები და სარწმუნო ინფორმაცია მაქვს, რომ პრეზიდენტ პოროშენკოს როგორც საკუთარი გარემოცვა, ისე ოპოზიციაც გამუდმებით უჩიჩინებდა - უკრაინულ პოლიტიკას სააკაშვილი არაფერში სჭირდებაო, თუმცა, ამაში მისი დარწმუნება საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

 

და მაინც, პოროშენკო იძულებული გახდა, თავისი „ოპოზიციონერი" სათამაშო - მიხო სააკაშვილი ქვეყნიდან გაეძევებინა, რადგან მან „წითელი ხაზები" გადაკვეთა", - განაცხადა გოგავამ.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner