logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: პოლიტიკა ჩემთვის ყოველდღიური არჩევანია, შვილთან მიმართებაში
- +

19 თებერვალი. 2018. 19:23


 

„ვთვლი, რომ მაინც მთავარი პირი ვარ დღეს ჩემი შვილისთვის და ეს არის ჩემი მიზანი", - აცხადებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი   „აიპრესთან" ინტერვიუში.


„ხშირად მითქვამს, განსაკუთრებით მას მერე ვამბობ, რაც 42 წლის ასაკში ბავშვი შემეძინა, რომ ამ პოზიციაზე და პოლიტიკაში დარჩენა ჩემთვის არის ყოველდღიური არჩევანი. შესაბამისად, მანამ, სანამ ვხედავ, რომ რაღაცის შეცვლა შემიძლია, რაც ქვეყანას წაადგება, ამ არჩევანს ვაკეთებ ხოლმე იმის სასარგებლოდ, რომ საქმეც ვაკეთო და თან შევეცადო, ბავშვმა არ დაკარგოს დედა. იმიტომ, რომ ყველა პოლიტიკოს ქალს აქვს ეს პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ  სახლში მისულს ხანდახან ლაპარაკიც კი მიჭირს ხოლმე, ისეთი დაღლილი ვარ, ვთვლი, რომ მაინც მთავარი პირი ვარ დღეს ჩემი შვილისთვის და ეს არის ჩემი მიზანი. როგორც კი შევატყობ, რომ მე მისთვის მთავარი პირი და ორიენტირი აღარ ვარ, იმ დღეს ალბათ სხვანაირ არჩევანს გავაკეთებ",- განაცხადა წულუკიანმა


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner