მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ნინო კობახიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ძალიან მძიმე ამბავია ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნებისთვის კიდევ რომ უნდა იბრძოლოს მთავრობამ (მისაღებადაც არ დაუკლია, მართლა ფეხით მოვიარეთ გერმანიის ყველა მიწა და ვარწმუნებდით ყველას თუ რამხელა მნიშვნელობა ქონდა ამას ჩვენთვის.) ზუსტად ვიცი ეხლაც ყველაფერს იზამენ რომ ამხელა მიღწევა შენარჩუნდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა მოქალაქეებზეა, ჩვენვე შეგვიძლი დავანგრიოთ და გავანადგუროთ ქვეყნის ასეთი წარმატება და მომავალი.. ერთი კარგი საპროტესტო აქცია მოგვიწყოს მთავრობამ აეროპორტთან, საზღვრებთან და არ გასაშვები ხალხი არ გაუშვას ის დროა!" - წერს კობახიძე.