logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: აღარც გიორგაძე, აღარც ალასანია და მიშა აღარაა აქტუალური - სხვა დროა!
- +

19 თებერვალი. 2018. 22:29



ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„რუსულმა НТВ-მ სააკაშვილს და მის ბიძას მიუძღვნა „სენსაციური" ფილმი. ტყუილად ნუ დაკარგავთ დროს, სიახლეს ვერ ნახავთ, ნახავთ თემურ ალასანიას ბოდიალს და იგორ გიორგაძის კომენტარებს ამ ბოდიალზე. მოკლედ, წყალწყალა ამბავია, რომელმაც რუსების სამწუხაროდ, თუ რამე სარგებელი მოიტანა, ისიც მხოლოდ დავიწყებას მიცემული ორი ქართველისთვის.

 

იგორ გიორგაძეც და თემურ ალასანიაც დიდი ხანია აღარავის გახსენებია და ორივე გაიხარებს: გიორგაძეს იმედი ექნება, რომ სხვა ჟურნალისტებიც ჰკითხავენ რამეს სააკაშვილზე, ხოლო თემურ ალასანიას კიდევ ერთხელ მიეცემა ამერიკელი და ქართველი ახლობლების დაბოლების საშუალება - ნახეთ, როგორი გავლენიანი ვარ, რუსული მედია მებრძვისო...

 

ბატონო თემურ, ბატონო იგორ, НТВ-ს პროპაგანდისტებო, სხვა დროა, აღარაა ეს ყველაფერი საინტერესო, მიშაც აღარაა აქტუალური... უკვე არსად და არავისთვის", - წერს უძილაური. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner