logo_geo
eng_logo
სირიის სამთავრობო ძალები აფრინის რეგიონში შესვლას გეგმავენ
- +

19 თებერვალი. 2018. 22:41



სირიის სამთავრობო ძალები აფრინის რეგიონში შესვლას გეგმავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სირიული მედია ავრცელებს.


ცნობები მას შედეგ გავრცელდა, რაც ქურთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მათ სირიის არმიასთან ქურთული ძალების დახმარებაზე და თურქების ჩარევის დასრულების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.


თავის მხრივ, მანამდე თურქეთმა განაცხადა, რომ მიესალმება დამასკოს მხრიდან ნებისმიერ ჩართულობას, თუ ეს რეგიონის ქურთი მებრძოლებისგან გათავისუფლებას შეეხება, მაგრამ თუ პირიქით მოხდება და სირიის არმია იქ ქურთების დასახმარებლად შევა, თურქული იერიში გაგრძელდება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner