logo_geo
eng_logo
კახა გოგოლაშვილი: თოფაძემ გადააჭარბა, როცა „რესპუბლიკელები“ მურვან ყრუს შეადარა...
- +

22 თებერვალი. 2016. 14:55



ევროპული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი „რეპორტიორთან" გოგი თოფაძის განცხადებაზე საუბრობს და ფიქრობს, რომ თოფაძის განცხადებები არ ეხმიანება „ქართულ ოცნებაში" არსებულ  მოსაზრებებს. 


შეგახსენებთ გოგი თოფაძის განცხადებას: „მურვან ყრუ არ სძულდა ისე საქართველოს მოსახლეობას, როგორც „რესპუბლიკელები".



„გოგი თოფაძემ ნამდვილად გადააჭარბა იმ თვალსაზრისით, რომ „რესპუბლიკელები"  მურვან ყრუს შეადარა.  შეიძლება, „რესპუბლიკელებს" რეიტინგი არ აქვთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არ არიან სერიოზული პოლიტიკური ძალა. შეიძლება ითქვას, რომ „რესპუბლიკელები" პოლიტიკურ ამინდს ქმნიან. მათ პარლამენტსა და მთლიანად კოალიციაში მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ.

 

რაც შეეხება გოგი თოფაძის პოლიტიკურ წონას, არ მგონია  თოფაძეს ისეთი წონა ჰქონდეს, რომ გავლენა მოახდინოს კოალიციის ერთიანობაზე.  ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან გადაჭარბებულია და ერთ ადამიანზე ზედმეტი ყურადღებაა მიპყრობილი.

 

მთლიანობაში, კოალიცია პოლიტიკური ფასეულობების მხარდაჭერის თვალსაზრისით ეკლექტურია და ფაქტია, რომ მათ შორის არის აზრთა სხვადასხვაობაა. ამ შემთხვევაში გოგი თოფაძე  არ გამოდის პოლიტიკური ძალების რუპორად. ვფიქრობ, თოფაძე პარლამენტს გარეთ არსებული ანტიდასავლური განწყობის ადამიანების ძალებს ეყრდნობა", - ამბობს კახა გოგოლაშვილი. 







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner