logo_geo
eng_logo
ზურაბ ბაქრაძე: გურამ დონაძემ პრესკონფერენციაზე იცრუა!
- +

20 თებერვალი. 2018. 04:03


 

„გურამ დონაძემ პრესკონფერენციაზე იცრუა, როცა განაცხადა, რომ 2:28 საათზე შემთხვევის ადგილზე ვიმყოფებოდი", - ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის მაშინდელმა უფროსმა, ზურაბ ბაქრაძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა.

 

„ზუსტად 2:28 საათზე ჩემთან საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის, ზურაბ მიქაძის ზარი შემოვიდა, რომელმაც მომხდარის შესახებ მითხრა. ახლა დადასტურებით შემიძლია ვთქვა, რომ 2004 წლის 24 ნოემბრის საბედისწერო ღამეს შეტყობინება არა ქალაქის მორიგისგან, არამედ ზურაბ მიქაძისგან მივიღე, რის შემდეგაც ქალაქის მორიგეს დავუკავშირდი და განკარგულება გავეცი, შემთხვევის ადგილზე ცენტრალური პოლიციის ცენტრალური აპარატის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები გასულიყვნენ.

 

შემთხვევის ადგილზე კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ძალიან ბევრი თანამშრომელი იყო. ზურაბ მიქაძეს ვკითხე, თუ რა მოხდა, რაზეც მან მიპასუხა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ავტომანქანა გააჩერეს, სადაც ახალგაზრდები ისხდნენ, მათ შორის მცირე შელაპარაკება მოხდა და რატომღაც, საპატრულო პოლიციამ საჭიროდ ჩათვალა, დამხმარე ჯგუფი გამოეძახა. ადგილზე მოსულ დამხმარე ჯგუფში, როგორც შემდეგ გაირკვა, იყო ბაშალეიშვილი და მოხდა ეს საბედისწერო გასროლა, სადაც სამწუხაროდ, ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა.

 

მან განაცხადა, რომ ასე არანაირად არ გამოვა და ეს ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ საპატრულო პოლიცია მართალი იყოო. როცა ვკითხე, თუ როგორ აპირებდნენ ამის გაკეთებას, მიპასუხა, რომ ახალგაზრდები შეიარაღებული იყვნენ და მათ შორის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა მოხდაო. ამის შემდეგ ვკითხე, დაკავებულებს იარაღი არც ერთს რომ არ აქვთ მეთქი? დაკავებულებს იარაღი აქვთო მიპასუხა. პირდაპირ მითხარი, რისი თქმა გინდა მეთქი, ვუთხარი. მე არაფრის თქმა არ მინდა, ეს განკარგულებაა, რომ დაკავებულებს იარაღი უნდა ჰქონდეთ, ისინი უნდა გამტყუნდნენ და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გამართლდნენო", - განაცხადა ბაქრაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner