logo_geo
eng_logo
ირაკლი ბათიაშვილი: ეს იყო სააკაშვილის ბანდიტური თავდასხმა!
- +

20 თებერვალი. 2018. 10:26


 

„სააკაშვილის ხელისუფლების სწორი ანალიზით, ტელეკომპანია „იბერია" იყო ტელევიზია, რომელიც კონტროლს არ დაექვემდებარებოდა", - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემაში ტელეკომპანია „იბერიასა" და „ომეგა ჯგუფზე" 14 წლის მომხდარი თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა.


„ეს იყო ბანდიტური თავდასხმა. ეს იყო ძალების პირველი მოსინჯვა ანუ ძალების პირველი დარტყმა ბრუტალური ხელი მხრიდან მიიღო საერთო „იბერიამ" და „ომეგას" ჯგუფმა. ეს იყო ძალების პირველი მოსინჯვა, ზონდაჟი, პირველი იერიში, რომლის მერეც დაიწყო მთელი კასკადი რეპრესიების და ტერორიზირების აქციების განხორციელება სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან. ვიმეორებ ეს იყო მოსინჯვა, „აბა რა რეაქცია ექნება საზოგადოებას", რა თქმა უნდა, რეაქცია იყო, მაგრამ ეს აღმოჩნდა საზოგადოების მცირე ნაწილი. დიდი ნაწილი მაშინ იყო ილუზიაში ე.წ. ვარდების რევოლუციის მხრიდან... იდიოტები ისინი არ იყვნენ სწორად განჭვრიტეს და სააკაშვილი მიხვდა, რომ ეს იქნებოდა ტელეკომპანია, რომელიც იმ მომენტში დამოუკიდებელი იყო. იმ ხელისუფლების სწორი ანალიზით, ეს იყო ტელევიზია, რომელიც კონტროლს არ დაექვემდებარებოდა და რომელიც გარიგებაზე არ წავიდოდა," - განაცხადა ბათიაშვილმა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner