logo_geo
eng_logo
ბარაქ ობამა: ვლადიმირ პუტინი ცდილობს, ევროპულ ერთიანობას ძირი გამოუთხაროს
- +

26 აპრილი. 2016. 10:40


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ამერიკულ ტელეკომპანია CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმ პუტინი ცდილობს, ევროპულ ერთიანობას ძირი გამოუთხაროს.


 ობამას თქმით, პუტინი NATO-ს, ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ ერთიანობას აღიქვამს როგორც საფრთხეს რუსეთის ხელისუფლებისთვის.



აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მიგრაციული კრიზისი წარმოადგენს პრობლემას არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. თუმცა, სტრატეგიული თვალსაზრისით, გაცილებით დიდ საფრთხეა ევროპაში ულტრამემარჯვენე ნაციონალიზმის გაძლიერება, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში ისეთი ადამიანები იყენებენ, როგორიცაა „ბატონი პუტინი".



ბატონი პუტინი NATO-, ევროკავშირს, ტრანსატლანტიკურ ერთიანობას განიხილავდა როგორც საფრთხეს რუსეთის ხელისუფლებისთვის. ვფიქრობ, ის ცდება. ვუთხარი, რომ სინამდვილეში ძლიერი, ერთიანი ევროპა, რომელიც ძლიერ, გარე სამყაროზე ორიენტირებულ რუსეთთან მუშაობს - „სწორი გამოსავალია". პუტინი ამ მოსაზრებას არ იზიარებდა", - განაცხადა ბარაქ ობამამ.



გუშინ, ჰანოვერში ვიზიტის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკა იქამდე უნდა გააგრძელონ, სანამ მოსკოვი მინსკის შეთანხმებებს სრულად არ შეასრულებს. ობამას თქმით, მას რუსეთთან კარგი ურთიერთობა სურს, თუმცა მოსკოვმა საერთაშორისო საზოგადოების დაშინების პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner