logo_geo
eng_logo
აღმოსავლეთ ღუთაში ავიაშეტევებს და დაბომბვას სულ მცირე 98 ადამიანი ემსხვერპლა
- +

20 თებერვალი. 2018. 12:27



აღმოსავლეთ ღუთაში, დამასკოს გარეუბანში ავიაშეტევებისა და დაბომბვების შედეგად, სულ მცირე 98 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის არიან ქალები და ბავშვები.


„საარტილერიო დარტყმებისა და დაბომბვების ინტენსივობა მოწმობს, რომ შეტევა სირიის სამთავრობო არმიის მიერ იყო მომზადებული", - განაცხადა სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ხელმღვანელმა რამი აბდელ რაჰმანმა.


აღმოსავლეთ ღუთა ერთ-ერთი ბოლო ტერიტორიაა სირიაში, რომელიც ამბოხებულების ხელში რჩება. ქალაქი ოთხ წელზე მეტია ალყაშია.


 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner